ჩვენ შესახებ

ჩვენი მიზანია, რომ ავტომობილის იმპორტის პროცესი გავხადოთ მარტივი, უსაფრთხო და გამჭვირვალე. Prime Auto Import-ის გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ თითოეული შენაძენი იყოს სწორი და გამართლებული ინვესტიცია.

Prime Auto Import არის ერთ-ერთი წამყვანი ავტო იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენ სპეციალიზდებით ავტომობილების იმპორტში აშშ-ს წამყვანი აუქციონებიდან, მათ შორის: Copart, IAAI, Manheim და ADESA.

კომპანიამ 5-წლიანი წარმატებული საქმიანობის განმავლობაში 5000-ზე მეტ მომხმარებელს გაუწია მომსახურება და საქართველოში ჩამოიტანა ათასობით ავტომობილი. Prime Auto Import-ში ამჟამად დასაქმებულია 25-ზე მეტი კვალიფიციური სპეციალისტი, რაც გვაძლევს საშუალებას თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ პროფესიონალური, სწრაფი და მორგებული სერვისი.

ჩვენ ვემსახურებით როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებლებსა და ავტო დილერებს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული ფასდაკლებებისა და პირობების სისტემით.

 

ჩვენი უპირატესობები

  • დაბალი ტრანსპორტირების ტარიფები – კონკურენტუნარიანი ფასები ყველა მიმართულებით
  • დაზღვევა აუქციონის ფოტოებიდან – დაზღვევა ნულოვანი ფრანშიზით, რაც ამცირებს რისკებს
  • პირადი მენეჯერი – პერსონალური მხარდაჭერა პროცესის ყველა ეტაპზე
  • უფასო CARFAX ანგარიში – სრული ინფორმაცია ავტომობილის ისტორიაზე
  • კომფორტული კორპორატიული პირობები დილერებისთვის – მაქსიმალური მხარდაჭერა პარტნიორი კომპანიებისთვის

რატომ Prime Auto Import?

ჩვენ გვჯერა, რომ ავტომობილის შეძენა უნდა იყოს სანდო, გონივრული და მორგებული. სწორედ ამას სთავაზობს Prime Auto Import თითოეულ მომხმარებელს სანდო პარტნიორობას, საერთაშორისო გამოცდილებით.

წლიანი გამოცდილება

ჩამოყვანილი ავტომობილი

კვალიფიციური სპეციალისტი